გურამ მაჭარაშვილი - დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან - 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე

დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან - 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს და საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას“.

„საგამოძიებო კომისია აგრძელებს სხდომებს. დღეს ჩვენ გასაუბრება გვექნება 2011 წლის 26 მაისს დაზარალებულ ადამიანებთან. საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანები, რომელთა წინააღმდეგაც მაშინდელმა რეჟიმმა კიდევ ერთი სახე აჩვენა, ახსნა-განმარტებებს მისცემენ კომისიას. 26 მაისი „ნაცმოძრაობის“ კლასიკური სახეა, თუ როგორ შემოდეს ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანი მაღაზიის სახურავზე, მათ შორის, სასტიკად გაუსწორდნენ ქუჩაში ადამიანებს, საშუალება არ მისცეს, გასულიყვნენ რუსთაველის გამზირიდან. სულ რამდენიმე საათში კი სააკაშვილმა 26 მაისის აღლუმი მიიღო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია „2011 წლის 26 მაისს მომხდარი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის სხვა ფაქტები“.

დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე მოწვეულნი არიან: ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე (ჩართვა) და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება