ზურაბ ჯაფარიძე - რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა დასავლეთთან ურთიერთობა გადაიტვირთოს

რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა [დასავლეთთან] ურთიერთობა გადაიტვირთოს: ქვეყანა დაუბრუნდეს ერთი, დემოკრატიული განვითარების გზას და მეორე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას - თუ ეს არ მოხდება, ურთიერთობები არ გადაიტვირთება,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „დასავლეთთან ვერანაირი ურთიერთობის გადატვირთვა ვერ მოხდება“.

„გასაგებად აუხსნეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმის მეპატრონეებმა ზუსტად იციან, რა არის გასაკეთებელი, რათა ურთიერთობა გადაიტვირთოს. გასაკეთებელი ორი რამეა: ერთი, ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და მეორე, დაბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. თუ ეს მოხდება, გადატვირთვაც მოხდება. არ მოხდება - არ მოხდება გადატვირთვა, რამდენიც არ უნდა იბოდიალონ ტრამპზე, „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძემ ისაუბრა ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, დააკავებენ.

„მოლოდინი ისაა, რომ სავარაუდოდ, დამაკავებენ. წინასწარ მქონდა გაცხადებული, რომ მე გირაოს გადამხდელი არ ვიყავი და ზოგადად, არ ვაპირებ ამ რეჟიმის მიერ დაწესებული არანაირი უგუნური, რაც არ უნდა იყოს, ქმედებების შესრულებას. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ მასკარადში მივიღო მონაწილეობა“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება