ნონა გაფრინდაშვილი - რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია - ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ

რაც ჩვენ 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია -- ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად, მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, - ამის შესახებ მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა გასასვლელები ჩაკეტეს და ხალხს გასაქცევი არ დაუტოვეს.

„ჩვენ რაც 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, იმიტომ რომ, რაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა. 9 აპრილიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს, გასასვლელიც არ იყო დატოვებული, ჩაკეტილი იყო. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ის საშინელება, რომ ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ,“ - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე 2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებს განიხილავენ. სხდომაზე მოწვეულნი არიან ნონა გაფრინდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, გიორგი ბურჯანაძე და ელდარ (ლუკა) კურტანიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება