ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ომის დასრულებაზე - ეს კვირა გადამწყვეტი იქნება

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების პირობების შესაქმნელად.

„ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს. ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინ წავიწიოთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სამმხრივი შეხვედრის დაწყებისას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 19 მაისს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გამართავს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს