ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში მომხმარებლის დაცვის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე ICPEN-ის კონფერენციაზე ისაუბრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მიწვევით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მასპინძლობით ქ. ვაშინგტონში გაიმართა.

მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, GCCA-ის მიერ დადგენილი სტანდარტები და მიღებული გადაწყვეტილებები წარუდგინა. შეხვედრის თემა მოიცავდა - საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობას თაღლითურ ქმედებებთან მიმართებით.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნეს სექტორთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ჩვენი მთავარი მიზანია არაკეთილსინდისიერი ქმედებები დროულად იქნას გამოვლენილი და აღმოფხვრილი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული და გარანტირებული. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს სექტორთან, ასოციაციებთან თანამშრომლობა აქტიურ ფორმატში მიმდინარეობს, რაც შედეგზე ორიენტირებულ ეფექტურ ქმედებებს უზრუნველყოფს”, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.

ინფორმაციის თანახმად, GCCA-ის თავმჯდომარის მიერ მოხსენებისას ყურადღება გამახვილდა იმ საქმეებზე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა მოვაჭრეების ქცევა მომხმარებელთან მიმართებაში. კერძოდ, თემა ეხებოდა აგრესიული რეკლამის, შეცდომაში შემყვანი კომერციული პრაქტიკის და ონლაინ გაყიდვებისას მომხმარებლის მოტყუების შესაძლო ფაქტებს.

„სადისკუსიო პანელში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, ასევე მონაწილეობდნენ - ავსტრალიის, აშშ-ს, შვედეთის, ჩილეს უწყებების ხელმძღვანელი პირები.

12-15 მაისს, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთობლივ ფორმატში იმსჯელეს - მომხმარებლის დაცვის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე ტენდენციებზე, სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებზე, რომლებიც ციფრულ ეპოქაში აღსრულების ეფექტიანობას უზრუნველყოფს. ღონისძიებას 80-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე უწყებების ხელმძღვანელი პირი და დარგის ექსპერტი ესწრებოდა.

ქ. ვაშინგტონში, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა და შეხვედრებში მონაწილეობდა GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე. მან FTC-ის მიერ დაგეგმილ სპეციალურ სემინარში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 10 მაისს ჩატარდა. სემინარის თემა მოიცავდა მომხმარებლის დაცვის მიმართულებით ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას.

ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 80-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. საქართველო გაერთიანების წევრი 2023 წელს გახდა. ICPEN ის პარტნიორები არიან მსოფლიო ბანკი, ევროკომისია, OECD და გაეროს UNCTAD-ის მიმართულება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო