დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შეთანხებულია

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დღეს, მოსკოვის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

„ხუთ საათზე ტრამპთან სატელეფონო საუბარი შედგება. ტრამპმა ეს გუშინწინ უკვე განაცხადა. ბუნებრივია, საუბარი მნიშვნელოვანია სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, საუბრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა დამოკიდებულია სახელმწიფოს მეთაურებს შორის პირად შეთანხმებებზე.

„ამის შესახებ გადაწყვეტილებას ორი პრეზიდენტი იღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტების შეხვედრა პროდუქტიული უნდა იყოს, მაგრამ იმისათვის, რომ ეფექტური იყოს, ის კარგად უნდა მომზადდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთი ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს, თუმცა სასურველია მათი მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით.

„რა თქმა უნდა, სასურველია ჩვენი მიზნების მიღწევა პოლიტიკურ-დიპლომატიური გზებით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია