პაატა კვიჟინაძე - ყველა პარამეტრი და რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ყველა პარამეტრი და რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სებ-ის 2024 წლის ანგარიში მოისმინეს, კომიტეტმა ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა.

„რატომ ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს? უკვე რამდენიმე წელია ინფლაცია ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, სავალუტო რეზერვები ყოველთვიურად მატულობს, რეფინანსირების სესხები მცირედით, მაგრამ მაინც მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა, ე.წ. ცუდი სესხები მცირდება.

ამასთანავე, რაც ალბათ, ჩვენს კომიტეტს ძალიან აინტერესებს 17 %-ით გაიზარდა ეკონომიკის დაფინანსება და ეკონომიკის დაფინანსება ხდება ბანკებიდან. ითქვა ისიც, რომ 16 % ით გაიზარდა ფიზიკური პირების დეპოზიტები და 13 % ით - იურიდიული პირების.

ასევე, ევროკავშირთან მყისიერი გადახდების სისტემასთან მიერთება, რომელზედაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მარტო ეს ჩამონათვალი, სხვა რომ არაფერი ვთქვა, საკმარისია იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულად შევაფასოთ“, - განაცხადა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე.

ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში დეპუტატებს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება