უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები გაანადგურეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უნიკალური სპეციალური ოპერაციების შემუშავებას და განხორციელებას შავი ზღვის წყლების რუსი დამპყრობლებისგან, მათი სამხედრო ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობისგან გასაწმენდად.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს. მისი სამიზნე უკრაინის გაზის წარმოების პლატფორმებზე განლაგებული რუსული რადიოლოკაციური აღჭურვილობა იყო“, - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი.

„კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ხარახურის ადგილი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება