გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია

[პაატა ბურჭულაძემ] ყველაზე ჭკვიანური რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება. ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. ამას, რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, პაატა ბურჭულაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ პაატა ბურჭულაძის დაყენებული საკითხი, შესაძლოა, რეალობაში განხორციელდეს.

“საერთოდ ვერაფერი წარმომიდგენია პაატა ბურჭულაძის მიერ დაყენებული რეალობაში რომ განხორციელდეს, ვინაიდან ადამიანის მრავალგვარი შეფასება არსებობს. არსებობს ერთი რეალური შეფასება, რასაც ჰქვია სისულელე და ზოგადად, სისულელეს ლაპარაკობენ სულელები. შეიძლება თავის დროზე კარგი მომღერალი იყო, რუსეთშიც ძალიან ინტენსიურად მოღვაწეობდა, მთელი რიგი სახელოვნებო კოლექტივების ხელმძღვანელი იყო, დღესაც დაფასებულია, პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა, თითქოს დროშა უჭირავს ხელში. ყველაზე ჭკვიანური, რაც მოიფიქრა, ეს იყო ტელეფონებით არჩევნების ჩატარება, ამის იქით მისი ინტელექტი ვეღარ სწვდება. რასაკვირველია, მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც ასეთი იდეის წამოყენება შეუძლია. ამის იქით კიდევ არის ბოროტება - როდესაც ემსახურები ბოროტებას, რომ საკუთარ ქვეყანას როგორმე ზარალი მიაყენო. რასაკვირველია, აქ სხვებს ბადალი არ ჰყავთ და პაატა ბურჭულაძე ცდილობს, მაგრამ სხვებს ვერ დაეწევა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

არჩევნების ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

„ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც „ქართული ოცნების“ ქაღალდები“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა