ლუკა კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა

ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა, - ამის შესახებ სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის მოვლენები განიხილეს.

მისი თქმით, ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ მომავალში არცერთ ხელისუფლებას არ მიეცეს იმის ცდუნება, რომ ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, „რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა“.

„ჩვენი დღევანდელი რეალობა ის არის, რომ არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს დავუმტკიცოთ, ან ვინმეს დასჯა გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები.

საქართველო - სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას და მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, თუ როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო და არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული დანარჩენი მსოფლიოსგან, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს და იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო.

დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს იმის ცდუნება, რომ ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და რაც ჩვენ ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ. დღეს არის ის თავისუფლება, მე ვფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთია ჩვენი რეალობა“, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ