სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ საუბარმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ კომისიის დღევანდელ სხდომას, კომისიამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებული საკითხი განიხილა.

„დღეს რამდენჯერმე ახსენეს 1989 წლის 9 აპრილი. საბჭოთა მილიცია იყო მაშინ, არა პოლიცია, მაგრამ ქართველები იყვნენ და პატრიოტები იყვნენ და ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც გადაეფარნენ, თვითონ იღებდნენ პირველ დარტყმებს და არაერთი ადამიანი გადაარჩინეს, თორემ მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ალბათ, შეიძლება უპრიანი იყოს, რომ სწორედ 9 აპრილის სიმბოლო, 9 აპრილის ძეგლი, სწორედ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას. ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც და მადლობა თითოეულ მათგანს,“ - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს