„პრიმო“ The Distinguished Gentleman’s Ride 2025-ის მხარდამჭერია

„ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის, „პრიმოს” მხარდაჭერით, The Distinguished Gentleman’s Ride 2025 გაიმართა, რომელსაც Indian Motorcycle Georgia- მ უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ალდაგი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყოველწლიური მსვლელობა, კლასიკური და ვინტაჟური სტილის მოტოციკლებს აერთიანებს და მისი მიზანი მამაკაცების მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

„პრიმო”, Indian Motorcycle Georgia-ს პარტნიორია და პრაქტიკულად, პირველია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ამერიკული ბრენდის ინდიანას მოტოციკლების დაზღვევას საუკეთესო პირობებით სთავაზობს. „პრიმო” ინდიანას მომხმარებლებისთვის, არა მარტო სრულყოფილ სერვისს უზრუნველყოფს, არამედ სრული ავტო ასისტანსი გზაზე დახმარებას 24/7-ზე აღმოგიჩენთ”, - აცხადებენ „ალდაგში”.

„ალდაგის”ინფორმაციით, „პრიმო” პირველი პერსონალური მომსახურებაა სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომლის მთავარი დაპირება ისეთი სადაზღვევო სერვისის შეთავაზებაა, რომელიც მომხმარებელს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს.

„პრიმოს” გამოცდილი ექსპერტების გუნდი, ინდიანას მოტოციკლების დაზღვევის ფარგლებში, მომხმარებელს დამატებითი ღირებულების სახით, ისეთი ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარებაში ეხმარება, როგორიცაა: აკუმულატორის დამუხტვა, საწვავის მიწოდება ადგილზე, მოტოციკლის გადაყვანა ლაფეტით, ავტო ასისტანსი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება