მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - კანონთან მიმართებაში რა შეღავათი აქვთ, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? - თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან საყვედურს მიიღებთ

რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე? - თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, - ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში 6 საათია მიმდინარეობს მსჯელობა, რატომ არის პრობლემა, კომისიის წევრების მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით.

"6 საათია ვმსჯელობთ, რატომ არის პრობლემა მეორე მხარის დაბარება, ისევე როგორც მე ვარ დაბარებული. რა შეღავათი აქვთ იმ ადამიანებს კანონთან მიმართებაში, რომ წულუკიანს, სუბარს და სხვებს ვერ იბარებთ? რა პრივილეგია აქვთ? მეც არჩეული დეპუტატი ვარ, ლევან სამუშიაც, მაგრამ ჩვენ დავტოვეთ პარლამენტი, რადგან "ქართულმა ოცნებამ" მოიპარა ხმები. თუ მე მიბარებთ და ბრალი უნდა წამიყენოთ, რა უპირატესობით სარგებლობს წულუკიანი, სუბარი და სხვები. თუ ცალ კარში თამაშია, გვითხარით, პრობლემა არ არის. აქედან ვიღაცამ ნათელი წერტილი ხომ უნდა გაიტანოს, რომ სადღაც შეჯიბრობითობის, თანასწორობის პრინციპი არის. თუ თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებთ, ნიშნავს, რომ თქვენ გავლენის ქვეშ ხართ, გეშინიათ მმართველი პარტიის წამყვანი სახეები მოიყვანოთ აქ, რადგან ამის გამო საყვედურს მიიღებთ, ან სხვა რაღაცას. რითი განსხვავდება კანონთან წულუკიანი და ხაზარაძე?",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა.

"გითხარით გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში