მოსამართლე ლევან გელოვანი ლევან სამუშიას - ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით

ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით, - ასე მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატ ლევან სამუშიას.

მანამდე, დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლოში დაკითხვაზე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები დაებარებინათ, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა არ დააკმაყოფილა, რომელსაც შემდეგ დაცვის მხარის მიერ მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება მოჰყვა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა.

მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენების დროს კი, მოსამართლე ლევან გელოვანსა და ადვოკატ ლევან სამუშიას შორის კამათიც მოხდა.

"გითხარით, გადმოგცემთ დასაბუთებულ განჩინებას და ზრდილობას მოუხმეთ, ოჯახის დღე იყო გუშინ თუ გუშინწინ და წესიერად მოიქეცით. ხმამაღლა საუბრობთ, რა გვარი ბრძანდებით, სამუშია? მე გელოვანი ვარ, განაგრძეთ", - მიმართა მოსამართლე, ლევან გელოვანმა, ადვოკატ ლევან სამუშიას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს