მამუკა ხაზარაძის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა

"ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან გელოვანმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

მოსამართლე ლევან გელოვანმა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გელოვანმა ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დამატებასთან დაკავშირებით.

თუმცა, მოსამართლემ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არჩევნებთან დაკავშირებითაა დაწერილი.

ამასთან, სხდომაზე, დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა, გელოვანმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი