რევაზ კიკნაძე პოლიციელს - მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ?  - ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია, - ამ კითხვით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ დაზარალებულ პოლიციელს, ივანე კაპანაძეს.

სწორედ კაპანაძე იყო ერთ-ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას სხდომაზე წარმოდგენილი ჰყავდა.

"თქვენ თქვით, თუ დაუდასტურდებათ [ბრალი], პრეტენზია მექნებაო, მრავლობითში რატომ ახსენეთ, 11-ვე უნდა დავისაჯოთ? ანუ 11-მა პირმა დაგეგმა ქვის სროლა?

თქვენთვის ქვის სროლის გამო, ხელში ქვის გარტყმის გამო, ვიღაც რომ დაისაჯოს, მაგალითად, მე რომ 6 წელი მომცენ, კმაყოფილი იქნებით და ჩათვლით, რომ სამართალი აღსრულდა? ვის უყურებთ, თქვენ გეკითხებით, პასუხი არ გაქვთ? არპასუხიც პასუხია",- განაცხადა კიკნაძემ.

მან საზოგადოებას 26 მაისს შეკრებისკენ მოუწოდა.

"26 მაისს უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის ყოფნა, არ ყოფნის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვთხოვ ხალხს ბევრი გამოვიდეს გარეთ და დავიცვათ ჩვენი სიმართლე",- განაცხადა კიკნაძემ.

სიტყვით ისარგებლა ანდრო ჭიჭინაძემაც და პროკურატურას მოუწოდა საქმესთან შემხებლობაში არ მყოფი პირები არ დაკითხონ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება