ევროკავშირის 15 წევრი - ევროკავშირმა ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, დიპლომატიური ურთიერთობები უნდა განაახლოს და გააძლიეროს, რაც მოსკოვზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად უნდა იქნას გამოყენებული

ევროკავშირის 15 წევრი სახელმწიფო რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით კაია კალასს ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

Euronews-ის ცნობით, ევროკავშირის 15-მა წევრმა სახელმწიფომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ერთობლივი წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით, ევროკავშირმა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ, დიპლომატიური ურთიერთობები უნდა „განაახლოს და გააძლიეროს“.

„ახლა, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, დროა, განვაახლოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა გლობალურ პარტნიორებთან, რათა ამ ინიციატივის მიმართ მათი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორიც ავსტრიაა.

ავსტრიასთან ერთად წერილს ხელს აწერს - ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.

„მოსკოვთან მჭიდრო კავშირებს ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს, რაც რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად შეიძლება და უნდა იქნას გამოყენებული. ეს ძალისხმევა ორივე მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ამ რეგიონის ქვეყნების კონკრეტული სიტუაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს“, - აღნიშნულია წერილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა