ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ამბაკო სოზიაშვილს, დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, 25 წლის საქართველოს მოქალაქეს, ამბაკო სოზიაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა „დაქირავებული მებრძოლის სტატუსით რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის გამო“ მიუსაჯეს.

ე.წ. პროკურატურის ცნობით, ქართველი მებრძოლი 2022 წლის მარტიდან 2025 წლის თებერვლის პერიოდში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა.

„წვრთნების შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, რისთვისაც 2.8 მილიონ რუბლზე მეტი გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს