დღეიდან საქართველოს ისტორიის ახალი, ილუსტრირებული გამოცემის შეძენა სპეციალურ ფასად, 18 ლარადაა შესაძლებელი

უნიკალური, ილუსტრირებული საქართველოს ისტორია უკვე გაყიდვაშია. გამომცემლობა „პალიტრა L-ის” განსაკუთრებული ხუთტომეულის პირველი ნაწილის შეძენა 19 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ ფასად, 18 ლარად იქნება შესაძლებელი. სერია ყოველთვიურად ერთი ახალი ტომის გამოცემით გაგრძელდება და გამოსვლიდან ერთი კვირის მანძილზე, თითოეული მათგანის ფასი 18 ლარი იქნება.

პირველი ტომი უძველესი ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე პერიოდს მოიცავს. გამოცემა იმითაცაა გამორჩეული, რომ შევსებულია საინტერესო ფოტომასალით, რუკებით, ილუსტრაციებით, რეკონსტრუქციებით... ამდენად, მისი გაცნობა სასარგებლოც იქნება და სახალისოც, მომზადებულ მკითხველსაც დააინტერესებს და მასაც, ვინც ახლა გადაწყვეტს ხალხისა და სამშობლოს მატიანის გაცნობას.

საქართველოს ისტორიის ცოდნა აუცილებელია, რომ გავიგოთ თუ ვინ ვართ და სად არის ჩვენი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში. ისტორიის ცოდნა არა მხოლოდ ფაქტების გაგება და დაზეპირებაა, არამედ იმის გააზრებაა, თუ რას წარმოვადგენთ როგორც ქვეყანა და ერი. სწორედ ეს ცოდნა გვიყალიბებს ჩვენს მსოფლმხედველობას და იდენტობას, რომელიც განსაზღვრავს, ჩვენი როგორც ცალკეული პიროვნებისა და როგორც ერის არსებობას, განვითარებასა და მომავალს.

ახალი ხუთტომეული განსაკუთრებული საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ნებისმიერი სხვისთვის ასაკისა და ინტერესების მიუხედავად. ის გამოადგებათ, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, როგორც დამხმარე რესურსი; ახალგაზრდებს, ვისაც სურთ უკეთესად გაიაზრონ საკუთარი ისტორია და იდენტობა; მშობლებს, რომლებსაც უნდათ საკუთარ შვილებს მეტად შეაყვარონ საკუთარი ქვეყანა და ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია.

წიგნის შეძენა შესაძლებელია, როგორც „პალიტრა L-ის” ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და პრესის გავრცელების პუნქტებში.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება