„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 8.5%-ით აღემატება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მლნ. მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში, აეროპორტებმა მიიღეს 758.9 ათასი მგზავრი (8.8%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი (8.2%-ით მეტი).

„2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6.0 ათასი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი — გაგზავნილი.

2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3.0-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება