მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ

საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, "ევროსკოპის" რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნებისთვის“, ევროკომისარმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ქართული ოცნებისთვის“ [გზავნილი] ის, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. ქართველი ხალხისთვის ის, რომ: იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, - აღნიშნა კოსმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება