„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Spotlight Tech გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ტექ-ეკოსისტემის მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება წლევანდელი ტექნოლოგიური ღონისძიება – Spotlight Tech 2025, რომელიც 25 მაისს, Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება.

წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა – „Backstage“ – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა პროცესები უძღვის წარმატებული სტარტაპის შექმნას, როგორ მუშაობენ ინჟინრები ახალი პროდუქტებზე და სხვა.

ღონისძიება აერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპ სამყაროს წარმომადგენლები.

Spotlight Tech-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი, ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500 Global in Eurasia-ს მონაწილე, Quissly. Quinssly ელ-კომერციის გვერდებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩათს, რომელიც სტანდარტული ძიების და ფილტრების საჭიროებას აქრობს და მომხმარებელს მაღაზიის კატალოგიდან პერსონიფიცირებულ შეთავაზებებს აწვდის. ცნობისთვის, 500 Global in Eurasia ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

Spotlight Tech-ის პლატინუმ სპონსორია Visa;

ოქროს სპონსორი: Lexus;

ღონისძიების პარტნიორები არიან: Kärcher, ავერსი, Coinmania, Tbilisi Hills.

მხარდამჭერები არიან: Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო