ანა ბუჩუკური - მელიას შეკითხვა ჩვენთვის რიტორიკულია - დიახ, ჩვენ ვემზადებით მათ შორის მუნიციპალური არჩევნებისთვის

„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ანა ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გეგმა, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემდეგ, ე.წ. სატელეფონო არჩევნებია, რაც მათი მხრიდან არასერიოზულია.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი