გიორგი მამაცაშვილი საგამოძიებო კომისიაზე - 2003 წლის 23 ნოემბრის მერე, დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ან ცოლ-შვილის, ან მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ და არ მოეკლათ, ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები

2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ან ცოლ-შვილის, ან მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ და არ მოეკლათ - ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები,- ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტები განიხილება.

„არ ვამბობ, რომ ის, რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა, „ჭიპია დედამიწის“, რაღაცა ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია თუკი რამე მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია - იცი, რა ამაზე უარესებიც გვინახავს. კი, ამაზე უარესი მინახავს, მე პირადად, 2007 წლის 20 მაისს, როდესაც 5 წუთით გამომცემლობიდან ფეხით გავიქეცი შანიძის ქუჩის კუთხეში, სადაც 5 წუთის გარდაცვლილი, მიწაზე ეგდო აკადემიკოსი გურამ შარაძე, როდესაც დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს, სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო „მამული, ენა, სარწმუნოება“. დიახ, ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც გიორგი აბდალაძემ, ირაკლი გედენიძემ მოყვნენ. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან მოლაშვილის მამამ მოყვა. მე ცოცხალი ვარ და მაპატიეთ, თუ მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვი: „მომიტევეთ, რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ“, ცოცხალი ვარ, კი და ჩემზე და ბექაზე მომხდარ შემთხვევაზე უარესები ხდებოდა.

2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღე არ გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, ცოლ-შვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ. ციხეში, რა, ნაკლები ხდებოდა? კი, მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს, ციხეში არ ჩამსვეს და შორიდან მივლიდნენ მეც და ჩემს მეგობრებსაც. ამ ჩემი განწყობით პასუხს ვცემ ყველამ იმ არამკითხეს, რომელიც თუნდაც გაიფიქრებს, რომ ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარესებიც ხდებოდა და ეს არის სწორედ ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად ამაზე უარესები ხდებოდა“, - განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება