კაია კალასი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე - ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება - რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტის სამიზნეს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემი წარმოადგენს.

„ასევე, ახალი ზომები ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს ეხება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, ჩვენი პასუხი მით უფრო მკაცრი იქნება“, - წერს კაია კალასი.

ამასთან, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება უკვე დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება