დავით მათიკაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე - თავსმოხვეული იყო მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო - პროკურატურას უბრუნდება საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული ამაში არ ხდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ასეთი [სპეციალური საგამოძიებო] სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია“.

„კონსტიტუციური დანაწესი გვეუბნება, რომ კონსტიტუციური ორგანოები მხოლოდ ის ორგანოებია, რომლებმაც მხოლოდ ამგვარი საქმიანობები უნდა განიხილონ. თავის დროზე, გარკვეულწილად თავსმოხვეული იყო მოცემულობა და მოსაზრება, რომ ასეთი სპეციალური სამსახურები უნდა შექმნილიყო, არადა ასეთი სამსახურების რეალური ფუნქციები სწორედ პროკურატურაშია. ამიტომ - არაფერი, სწორდება ეს თემატიკა, პროკურატურას უბრუნდება ის საკითხები, რომლებიც ისედაც მის მიერ განხილვადი იყო და არაფერი განსაკუთრებული და გამორჩეული ამაში არ ხდება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის,საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება