ნიკა მელია - პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში? პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში? - საუბარია იმაზე, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არა!

ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ თუ არ თამაშობ! - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს გადახდა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია.

„პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს, თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში;

პოლიტპატიმარი მსახიობი თეატრში უნდა იყოს თუ ციხეში?

პოლიტპატიმარი ექიმი ხალხს უნდა მკურნალობდეს თუ უნდა იყოს ციხეში?

პოლიტპატიმარი ჟურნალისტი მედიასივრცეში უნდა იყოს თუ ციხეში?

და ა.შ.

ან მივდივართ კომპრომისზე უსამართლობასთან, უსინდისობასთან ან იბრძვი ბოლომდე და ხარ მართალი ამ ბრძოლაში. მორალური უპირატესობა უმნიშვნელოვანესია, ეს არის და ეს, ძალიან მკაფიოა. გირაოს გადახდაზე აქ არ არის საუბარი, 50 პოლიტპატიმრიდან ნებისმიერს, მაქსიმუმ ერთ კვირაში შეუძლია იყოს სახლში, თუ ის კომპრომისზე წავა. „ქართული ოცნებიდან“ ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელმა, სულ მცირე, მოინანიოს და გამოვუშვებთ. მახსოვს, მდინარაძემ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეზე თქვა, რომ თუ დავინახავ, ის ინანიებს, პირადად ჩავუდგები თავდებშიო. ძალიან გთხოვთ, აქ გირაოზე არ არის საუბარი და არც 10 000 და არც 50 000 ლარზე, საუბარია, შენ ივანიშვილის თამაშის წესებით თამაშობ, თუ არ თამაშობ!“ - აცხადებს ნიკა მელია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია