ზურა ჯაფარიძე - არასწორი მგონია, რომ იმას, რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არჩევნები დავუძახოთ - ეს იქნება სპექტაკლი, რომელსაც დადგამს, მასში მონაწილეობა კი რეჟიმისთვის დახმარების გაწევაა

რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ - იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებით სურს, რომ კონკურენტული და მრავალპარტიული არჩევნების მოცემულობა შექმნას და მასში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ დახმარების გაწევად ჩაითვლება.

„რასაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს, არასწორი მგონია, რომ არჩევნები უნდა დავუძახოთ. ეს იქნება უფრო უარესი პროცესი, ვიდრე 26 ოქტომბერს იყო და 26 ოქტომბერს არჩევნები არ ყოფილა. ამიტომ არ შეიძლება ამას არჩევნები დავუძახოთ. იქნება სპექტაკლი, რომელსაც რეჟიმი დადგამს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა, რეჟიმისთვის დახმარების გაწევა, მრავალპარტიული და კონკურენტული არჩევნების დახატვის მცდელობა იქნება, თითქოს ამ ქვეყანაში არჩევნები არსებობს. ამიტომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.

ჯერჯერობით ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები თავიანთ პოზიციას ღიად არ აფიქსირებენ. მე ამ მოცემულობაში, რომელშიც ახლა ვართ, ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე ამ პროცესში შევიდეს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, მკაფიო პასუხი გასცენ კითხვას, იღებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

მელიას თქმით, ახლა „პოლიტიკური ბუნდოვანების, პოლიტიკური ორაზროვნების დრო დასრულდა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას აკეთებენ ისინი, შედიან თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს