კირ სტარმერი - ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ

ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. ასევე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს წინააღმდეგობას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“.

„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს