გრიგოლ გეგელია - თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა ქართულ ეროვნულ ინსტიტუტებზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაქვემდებარება არის მიზანმიმართული თავდასხმა ეროვნულ ინსტიტუტებზე.

როგორც გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სუს-ის ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზებას.

„ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა ქართულ ეროვნულ ინსტიტუტებზე, მით უმეტეს ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე, რომელზეც მრავლად არის წარმოდგენილი ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთი და პრორუსული პოლიტიკური კურსი. სწორედ ამ ადამიანებს აქვთ დასავლეთის სააგენტოებთან თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება, რაც მიუღებელია რუსეთისთვის და შესაბამისად მიუღებელია საქართველოს პრორუსული ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, ეროვნული ინსტიტუტები და საქართველოს პროდასავლური კურსი იქნას შეჩერებული. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის კლებას, მისი ხარისხის ვარდნას ამავე დროს, პრობლემას შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს იმ უმძიმესი გამოწვევის ფონზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

ეს არის სუს-ში ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზების მაგალითი, რაც გამოიწვევს სუს-ის დამატებით გაძლიერებას და ამ მონსტრად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ საფრთხის შემცვლელად გადაქცევას, რაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფოების სადარი.

მინდა ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ სულ მალე ბოროტმოქმედი რეჟიმი დასრულდება, საქართველოს ეყოლება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თქვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საგარეო და საშინაო უსაფრთხოება იქნას დაცული“,- განაცხადა გეგელიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია