ვლადიმერ პუტინი  - უკრაინის ძალებმა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლები გაანადგურეს, რაც მათ საზარელ ნეონაცისტურ ბუნებას აჩვენებს - იდიოტების შეჯიბრშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელ, ალექსანდრ ხინშტეინსა და მოხალისეებს შეხვდა.

ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა კურსკის ოლქის ქალაქ კურჩატოვში მშენებარე კურსკის ატომური ელექტროსადგური-2 მოინახულა.

ვლადიმერ პუტინმა მოხალისეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის არმია „რუსეთის საზღვრებისკენ გადაადგილებას ცდილობს“.

„უკრაინის ძალებმა მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძეგლები გაანადგურეს, რაც მათ საზარელ ნეონაცისტურ ბუნებას აჩვენებს. ნათელია, თუ ვის წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. ეს ყველა საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ისინი ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები არიან. ისინი იდიოტების შეჯიბრშიც კი მეორე ადგილს დაიკავებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ იდიოტები არიან“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქში ვიზიტისას.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა