70%-მდე ფასდაკლება და დამატებით 30% ქეშბექი - „ბიბლუსი ჯგუფის“ აუთლეტ ბაზრობა ჰუალინგ პლაზაში მოეწყობა

„ბიბლუსი“, XS Toys, „პეპელა“ და Carter’s 23-25 მაისს ჰუალინგ პლაზაში (ჯუმბერ ლეჟავას N22) გრანდიოზულ აუთლეტ ბაზრობას აწყობენ. წარმოდგენილი ასორტიმენტის სრულ კოლექციაზე 40%-70% ფასდაკლება იმოქმედებს, დამატებით კი საქართველოს ბანკის ნებისმიერი მასტერქარდ ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30% ქეშბექს მიიღებენ. ქეშბექის ლიმიტი 100 ლარია.

როგორც კომპანიებში განმარტავენ, ბაზრობაზე მისულ სტუმრებს დაგხვდებათ:

  • წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანი ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის;
  • საბავშვო სათამაშოების დიდი ასორტიმენტი, მათ შორის: მუსიკალური ჟოზე, ბარბის თოჯინები, Hot Wheels-ის მანქანები,მეზღაპრე დათუნიები, ფაზლები და რბილი სათამაშოები;
  • ფერადი და კომფორტული საბავშვო ტანსაცმლის მრავალფეროვანი კოლექცია.

აუთლეტ ბაზრობა ჰუალინგ პლაზას მთავარი შესასვლელის მიმდებარედ, კარფურსა და მიჰაუსს შორის არსებულ სივრცეში მოეწყობა. ეს ადგილი სტუმრებს მარტივი და კომფორტული გადაადგილების საშუალებას აძლევს. მიმდებარედ კი პარკირების დიდი, უფასო ზონაა.

ესტუმრეთ აუთლეტ ბაზრობას 23-25 მაისს, 11:00-დან 21:00 საათამდე და ისარგებლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებითა და ქეშბექით.

როგორ მიხვიდეთ ჰუალინგ პლაზაში მარტივად - ლოკაცია

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან - ჯუმბერ ლეჟავა #350 ავტობუსი
  • ვარკეთილის მეტროდან - ჯუმბერ ლეჟავა #377 ავტობუსი
  • ვარკეთილის მეტროდან - ჯუმბერ ლეჟავა #493 მიკროავტობუსი

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება