მაგთი მობილური კავშირგაბმულობის ის ოპერატორია, რომელმაც 5G ქსელი ყველაზე სრულფასოვნად დანერგა საქართველოში. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სიახლის შემოტანიდან უკვე 6 თვეზე მეტია გასული და ქვეყანაში ინტერნეტის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც Ookla-ს Speedtest-ის მონაცემებიც ადასტურებს: საქართველომ ინტერნეტის სიჩქარით 70-ე ადგილიდან მსოფლიო 20-ეულში გადაინაცვლა. ხოლო რეგიონში, ამავე მაჩვენებლით ქვეყანა პირველ ადგილზეა.
5G-ის დანერგვის პარალელურად, მასშტაბურად განახლდა 4G ინფრასტრუქტურაც, რომელიც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის 99%-ს ფარავს.
„კარგად გვესმის, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტი კვლავ კრიტიკულ როლს ასრულებს მილიონობით მომხმარებლის ცხოვრებაში და მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისით სარგებლობა. ამ დრომდე 4G ქსელის გაძლიერება შეუძლებელი იყო დამატებითი სიხშირული რესურსის შესაბამისი ლიცენზიის შეძენის გარეშე. ეს პროცესი კი დიდი ხნის განმავლობაში შეფერხებული იყო, მაგთიკომისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო; დღეს თამამად შეიძლება ითქვას რომ მაგთიკომი მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მობილურ ინტერნეტს სთავაზობს“, - აცხადებს მაგთის მარკეტინგის დირექტორი თამარ გაჩეჩილაძე.
5G ქსელის ქვეყანაში შემოტანიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, მაგთიში განმარტავენ, რომ ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებამ შესამჩნევი ზეგავლენა მოახდინა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და პროცესები კიდევ უფრო მოქნილი და მარტივი გახადა მათთვის, ვისთვისაც ინტერნეტი პროფესიული საქმიანობისა თუ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოში 5G-ის დანერგვის შემდეგ ინტერნეტის სიჩქარე 4G-ისთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აბონენტებისთვის 5G ინტერნეტის პიკური სიჩქარე 2000 მბ/წმ-მდე აღწევს; გაზრდილი ტევადობის ხარჯზე შესაძლებელი გახდა 1 მილიონამდე მოწყობილობის ერთდროულად მომსახურება 1კმ2-ზე, რაც 100-ჯერ უფრო მეტია ვიდრე - 4G-ში. აღნიშნული კი თავშეყრის ადგილებში მობილური ინტერნეტით სარგებლობას უფრო კომფორტულს ხდის და უზრუნველყოფს უწყვეტობას Live რეჟიმში.
უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, მუდმივი სწრაფვა ინოვაციისადმი, დროსა და მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტების / სერვისების შეთავაზება კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია. როგორც კომპანიის მარკეტინგის დირექტორი აღნიშნავს, სწორედ ასეთი მიდგომა განაპირობებს იმას, რომ უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, მაგთიკომი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერია.
„დღეს მობილური ინტერნეტი გადამწყვეტ როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში - მეგობრებთან კომუნიკაციის, სასწავლო პროცესის, ინფორმაციის მიღებისა და პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მაგთიკომისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, სწრაფი, სტაბილური და უწყვეტი ინტერნეტ კავშირის შეთავაზება იყო. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 5G ტექნოლოგიის დანერგვა და არსებული 4G ქსელის განვითარება. მაგთიკომის ქსელი, რომელიც აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოში სწორედ მაგთიკომის აბონენტებს აქვთ საშუალება, სრულფასოვნად გამოსცადონ 5G-ის უპირატესობები, შეადარონ და შეიგრძნონ 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.
მუდმივი განვითარების პროცესი გრძელდება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება. მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში. ეტაპობრივად ხდება ქსელის კიდევ უფრო გაფართოება“,- განმარტა მაგთის მარკეტინგის დირექტორმა თამარ გაჩეჩილაძემ.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მუდმივად ხდება ისეთი პროდუქტების თუ სერვისების დანერგვა, რომლებიც ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ციფრული არხების განვითარება, მათ შორის არის მობილური აპლიკაცია - MyMagti.
„მთავარი მიღწევა არის ის, რომ ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მაგთი ხარისხის ნიშანია. ბრენდის ხარისხთან ასოცირებას მომსახურების სანდოობა განაპირობებს – ის, რომ სრულიად საქართველოში მაგთი არის საუკეთესო კავშირის იმედი და გარანტია”, - განმარტა თამარ გაჩეჩილაძემ.
მეხუთე თაობის ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია, მომხმარებელი იყოს მაგთის აბონენტი, ფლობდეს შესაბამის სმარტფონს, რომელსაც აქვს 5G მხარდაჭერა და აღნიშნული პარამეტრი ჰქონდეს გააქტიურებული.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"