ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულებზე - ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს

ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს - ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ხუთი დღის განმავლობაში, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციებზე დაკავებულების შესახებ საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა უნდა გაემიჯნოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ის ქმედება, რომელიც ჩაიდინეს. თქვენ ხედავდით, როგორი ძალადობრივი იყო მაშინ ქმედებები, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, სახელმწიფო შენობებს. მთავარია, რომ ამ ადამიანებმა მოინანიონ ეს ქმედება და ის, რომ რეალურად მაშინ გვერდში დაუდგნენ სწორედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. “. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხორციელდებოდა ხუთი დღის განმავლობაში, უკიდურესი ძალადობა, ემსახურებოდა ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ეს ყველაფერი, გაემიჯნოს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და იმ ძალადობას, რომელიც თავად ჩაიდინეს თავის დროზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, არავის აქვს უფლება, "გარედან ჩაერიოს ჩვენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მითუმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები".

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა, რომ USAID , "ნედი" და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის, რევოლუციების მოსაწყობად, ეს ხდებოდა საქართველოშიც. ვხედავდით, როგორ იყო ჩართული ამ წლების განმავლობაში USAID, „ნედი“ და ამერიკის საელჩო რევოლუციური სცენარის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საბედნიეროდ ჩავარდა. ამ აღიარების პირობებში, ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება. არავის აქვს უფლება, გარედან ჩაერიოს ჩვენ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მით უმეტეს, გარედან დაგვიგეგმოს საქართველოში რევოლუციები. გამჭვირვალობის კანონი უნდა ამოქმედდეს, კანონი იქნება ერთ-ერთი მთავარი გარანტი იმის, რომ მტკიცედ იქნება დაცული საქართველოს სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ამერიკული „ფარას“ მიმართ, ეს დამოკიდებულება იგივე არის. ათასგვარი სპეკულაცია იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამერიკული კანონის კოპირებასთან დაკავშირებით. „ფარას“ კანონი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენს მიერ მიღებული გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო. საქართველოში, ეს კანონი იმოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ამის პირობა შემიძლია ყველას მივცე. თავის დროზე, ყალბი განცხადებები კეთდებოდა, რომ თითქოს, დასავლეთიდან არაფერი ცუდი არ შეიძლება წამოვიდეს დაფინანსების სახით. ამ დროს, თავად, დასავლეთმა აღიარა, რომ USAID, „ნედი“ და სხვა ფონდები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის სცენარის განვითარებისთვის. გახსოვთ, მასკმაც გაავრცელა ვიდეო, სადაც საქართველოს მაგალითიც იყო მოყვანილი ამ კონტექსტში“,- აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია