ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს პასტორ მარკ ბერნსს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„ზაზა ვაშაყმაძემ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს გააცნო საქართველოს რელიგიური შემადგენლობა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და ხაზი გაუსვა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს რელიგიურ ლიდერებს შორის ტოლერანტული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

პასტორ მარკ ბერნსის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის ფაქტებმა და ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მხრიდან განხორციელებულმა ეთნიკურმა და რელიგიურმა დისკრიმინაციამ.

ზაზა ვაშაყმაძემ, „The Harvest Praise & Worship Center“-ის პასტორი და ამერიკული ტელეკომპანია „The NOW Television Network”-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ბერნსი საქართველოში დაპატიჟა. შეხვედრის დასასრულს, რელიგიის სააგენტოს დელეგაციამ პასტორ მარკ ბერნსს გადასცა რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ და „რელიგიები საქართველოში“.

მხარეებმა გამოხატეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი და მზაობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და რელიგიის სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია