24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

24 მაისამდე საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

რაც შეეხება 22-24 მაისს მოსალოდნელ ამინდს დედაქალაქში, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 22-23 მაისს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 24 მაისს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 22-23 მაისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 მაისს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 22-23 მაისს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 24 მაისს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +20 გრადუსი დაფიქსირდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი