რომის პაპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვას

რომის პაპი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვას, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რომის პაპ ლეო XIV-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რომის პაპმა ლეო XIV-მ ყოველკვირეული აუდიენციისას განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ვითარება „შემაშფოთებელი და სამწუხაროა“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწოდებას, რომ სამართლიანი ჰუმანიტარული დახმარების შესვლა დაუშვან და საომარი მოქმედებები შეწყდეს, რომელთა დამანგრეველ საფასურს ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები იხდიან“, - განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ბლოკადის გამო, ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერეს.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ღაზაში ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, ბლოკი ისრაელთან სავაჭრო შეთანხმების გადახედვაზე შეთანხმდა.

ისრაელის ჰუმანიტარული დახმარების ზედამხედველობის ორგანოს ცნობით, გუშინ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 100-მდე სატვირთო შევიდა, თუმცა გაერო-მ განაცხადა, რომ დახმარებას მოსახლეობამდე არ მიუღწევია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს