ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს

ომის გახანგრძლივების საპასუხოდ რუსეთზე ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას “პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მშვიდობის მისაღწევად საჭირო შემდგომი ნაბიჯებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მოლაპარაკებების კლასტერების გახსნის საკითხები” განიხილა.

“მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ჩვენს სანდო პარტნიორად და მეგობრად რჩება. ჩვენს ერთიანობაზე, საერთო პოზიციასა და კოორდინირებულ მოქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა.

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ მაცნობა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების, სამომავლო მშვიდობის პირობებისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემუშავების შესახებ. ამ პროცესში პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და აშშ-ის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია”, - წერს დონალდ ტუსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს