გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა მოგვიანებით იმსჯელებს ახალი თავმჯდომარის შესახებ

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობა მოგვიანებით იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი თავმჯდომარის შესახებ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ახალი კანდიდატი არ ჰყავს, „თუმცა საზოგადოება მოგვიანებით ამის შესახებ გაიგებს“.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს ნდობისთვის. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ, 2017 წლიდან, თბილისის მერიამ და საკრებულომ, თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. ჩვენი მიზანია მომავალშიც ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ხმალაძეს, რომელსაც პირველი დღიდან ძალიან დიდი წვლილი აქვს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი. ჩვენს ქალაქში მის სახელს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი უკავშირდება.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ტყემალაძემ.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება