რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია „გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის“ უფროს მეცნიერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელს, ორგანიზაცია „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ვეიდ კუსაკს და „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის“ დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, გრეგ მიტჩელს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში შედგა, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები რელიგიის თავისუფლებისა და სოციალური ერთიანობის ხელშესაწყობად და დაგეგმილი ინიციატივების პრაქტიკული განხორციელების გზები.

რელიგიის სააგენტოს დელეგაცია 21-23 მაისს, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნოს“ (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემის“ (LYNC) მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს ვაშინგტონში დაგეგმილ ფორუმში Cooperative Engagement & Builders, სადაც გაიმართება მსჯელობა IRF-ს რეგიონული სამდივნოსა და საქართველოში მრგვალი მაგიდის პროექტის შექმნის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძე სიტყვით წარსდგება ფორუმის გახსნით სესიაზე და მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: რეგიონული ინიციატივები რელიგიური თავისუფლების, თანასწორი მოქალაქეობის, სოციალური ერთიანობისა და კონვენციური პლურალიზმის განსავითარებლად.

ფორუმის ფარგლებში, 22 მაისს, დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს - IRF Secretariat-სა და LYNC-ს შორის.

ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველი, სანდრო ინაშვილი, რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ალექსანდრე შეყილაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება