საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის - „ERASMUS+” - ეგიდითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, „ERASMUS+”-ის კვირეულში, რომელიც ტრენინგების კურსს მოიცავს, მონაწილეობენ „ERASMUS+ Credit Mobility”-ის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი - ტულუზის უნივერსიტეტი, რუმინეთი - კლუჟ-ნაპოკის ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი - ვარმია და მაზურის უნივერსიტეტი ოლშტინში, ვროცლავის, ჟეშუვის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტები, თურქეთი - სივასის რესპუბლიკის, გაზის, კასტამონუს, სტამბოლის ბილგი უნივერსიტეტები, ჩეხეთის რესპუბლიკა - მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.

Erasmus+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორ, პროფესორ თამარ ლომინაძესა და ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მოეწყო, რომელზეც კვირეულის საკვანძო საკითხები განიხილეს. შეხვედრას სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

როგორც თამარ ლომინაძემ აღნიშნა, პროექტი „ERASMUS+ Credit Mobility” და „ERASMUS+ თანამშრომელთა კვირეული მრავალმხრივ შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.

„სასიხარულოა, რომ „ERASMUS+ თანამშრომელთა მობილობის კვირეულის ფარგლებში, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მაღალი რანგის კოლეგები გვსტუმრობენ. მინდა მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამუშაო შეხვედრების, დისკუსიებისა და ერთობლივი ინიციატივების გზით, ერთობლივად ვაყალიბებთ გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძვლებს, რაც მხოლოდ თუ გააძლიერებს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობას. ცოდნისა და ახალი გამოცდილების გაზიარება ახალ შესაძლებლობებს უხსნის ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს და აკადემიურ პერსონალს. დარწმუნებული ვართ, კვირეულის ფარგლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობები ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობის გარანტი გახდება“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

Erasmus+ კვირეულის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან, ასევე, ERASMUS+ მობილობის კონკურსში მონაწილე აპლიკანტებთან შეხვედრებს მართავენ, პრეზენტაციის სახით, მათ წარუდგენენ თავიანთ უნივერსიტეტებს, ეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ფაკულტეტების ლაბორატორიულ ბაზებს, მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის - „ERASMUS+ Credit Mobility” ფარგლებში, თანამშრომელთა მობილობის კვირეული საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 23 მაისამდე გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება