დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 5.4 მილიონ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრმა, ჯენიფერ ჩეპმენმა განაცხადა.

„ღაზაში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარების მანქანა შედის. დიდი ბრიტანეთი ნათლად აცხადებს, რომ პალესტინელი ხალხის ტანჯვის გახანგრძლივებით ისრაელი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ჯენიფერ ჩეპმენმა.

ცნობისთვის, გუშინ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის ბლოკადის გამო, ისრაელთან სავაჭრო მოლაპარაკებები შეაჩერეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს