მარკო რუბიო „ქართული ოცნების“ შესახებ კითხვაზე - საკუთარ თავს ვკითხავთ: „ჩვენი ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?“ თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს

განიხილება, ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენაზე განაცხადა.

რუბიოს პასუხი კონგრესმენ ჯო უილსონის (რესპუბლიკური პარტია) კითხვას მოყვა, კერძოდ, უილსონმა რუბიოს ჰკითხა: „თქვენი ხელმძღვანელობით სახელმწიფო დეპარტამენტში რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს, ქართველი ხალხის სახელით, ანტიამერიკული “ქართული ოცნებისთვის” რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება”.

რუბიოს თქმით, დღეს არ აქვს განცხადება იმის თაობაზე, კონკრეტულად რის გაკეთებას გეგმავს აშშ, მაგრამ დასძინა, რომ საკითხი განიხილება, "ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ".

ასევე რუბიომ თქვა, რომ შტატებმა რეგიონულ ბიუროებს და ლოკალურ ოფისს უნდა მიმართოს, რომ სახელმძღვანელო მიიღონ - "ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს”.

“ჩემს შესავალ სიტყვაში რაც ვთქვი, იმას რომ დავუბრუნდეთ, შეერთებული შტატების მიზანი ჩვენი ეროვნული ინტერესებია. ასე რომ, ამას შევხედავთ და საკუთარ თავს ვკითხავთ: “ჩვენი ეროვნული ინტერესია, რომ მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში ანტიამერიკული მთავრობა მმართველობდეს?” და თუ არა, შესაბამის ქმედებებს განვახორციელებთ, რათა ფასის გადახდა მოუწიოს ამ მთავრობას.

ეს ამჟამად განიხილება, ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს განვიხილავთ. კონკრეტულად დღეს განცხადება არ მაქვს, თუ კონკრეტულად რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ისეთი რამეა, რაც განიხილება.

და, კიდევ ერთხელ, [ეს] შესანიშნავი მაგალითია იმის, თუ რატომ უნდა მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ადგილზე ჩვენს ლოკალურ ოფისს, რომ სახელმძღვანელო მოგვცენ - ანტიამერიკული მთავრობისთვის ყველაზე საგრძნობი ზომები რა შეიძლება იყოს”, - განაცხადა რუბიომ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია