ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომის დასრულებისას ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება

ომის დასრულებისას, ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის კონტროლის ქვეშ იქნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზას სექტორში ისრაელის გაფართოებული სამხედრო ოპერაცია განკუთვნილია “ომის, სამუშაოს დასრულებისთვის” ღაზაში.

“ჩვენი ძალები სულ უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, რათა ის ტერორისტებისგან და "ჰამასის" ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან გაასუფთაონ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი დაპირებით, ოპერაციის დასრულებისას, “ღაზას ყველა ტერიტორია ისრაელის უსაფრთხოების კონტროლის ქვეშ იქნება და "ჰამასი" სრულიად იქნება დამარცხებული”.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის მოკავშირეებისგან მხარდაჭერის შესანარჩუნებლად მათ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ უნდა დაუშვან, რასთან დაკავშირებითაც მან ცოტა ხნის წინ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ნეთანიაჰუს თქმით, მისი გეგმა სამი ეტაპისგან შედგება: “საბაზისო საკვების ახლა” ღაზაში შესვლა ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად; ამერიკული კომპანიების მიერ მომავალ დღეებში დახმარების სადისტრიბუციო წერტილების გახსნა; და სამხრეთ ღაზაში “სტერილური ზონის” შექმნა, სადაც სამოქალაქო მოსახლეობა შეძლებს თავის შეფარებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს