საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნესასოციაციაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ასოციაციის წევრებს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პოლიტიკის დოკუმენტი წარუდგინა, რომელიც IFC Europe აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პროექტის ფარგლებში მოამზადა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მექანიზმები და არსებული გამოწვევები.

„ყურადღება გამახვილდა წამყვან კომპანიებზე და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუადვილდეთ წვდომა აქტივებზე დაფუძნებულ ფინანსურ პროდუქტებზე, როგორიცაა ფაქტორინგი და რევერს ფაქტორინგი.

შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია კონკრეტულ მექანიზმებზე მიიღეს, რომელიც ფინანსებზე წვდომის მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების განსახოციელებლად”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება