თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზთან, სადაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაურია.

ჯაფარიძის პროცესზე დამსწრეები და მხარდამჭერები ითხოვენ დარბაზის შეცვლას, ვინაიდან, მათი განცხადებით, არსებული სხდომათა დარბაზი ძალიან პატარაა და დამსწრეებს შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ. ადგილზე ისმის შეძახილები „შეცვალე!“

სასამართლო 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. პროცესზე არ შესულა არც თავად ზურაბ ჯაფარიძეც.

ხმაურის ფონზე ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს სასამართლო შენობაში კამერით, მიკროფონითა და ფოტოაპარატით შესვლა აკრძალული აქვთ. მედიის წარმომადგენლებს პროცესზე მხოლოდ დასწრება შეეძლებათ. რაც შეეხება ვიდეო - გადაღებას, მას მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახორციელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება