თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი დაიწყო - სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომათა დარბაზის მცირე ზომიდან გამომდინარე, დასწრების მსურველთა დიდმა ოდენობამ შესვლა ვერ შეძლო. პროცესზე რამდენიმე დამსწრე, ჟურნალისტები, ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

პოლიციელებმა და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი შენობიდან გაიყვანეს. სასამართლო შენობაში კვლავ რჩებიან მოქალქეების მცირე ჯგუფი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტორს თანამშრომლები.

სასამართლოს შენობაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დღეს გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად.

დღევანდელ პროცესზე მოსალოდნელია, რომ პროკურატურამ ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენოს, ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნული თანხა დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. თუ ეს ასე მოხდება, ჯაფარიძეს სხდომათა დარბაზში დააკავებენ.

საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს