უპრეცედენტო ფასდაკლება „ბიბლუსი ჯგუფის“ აუთლეტ ბაზრობაზე - იხილეთ კატალოგი და მოემზადეთ შოპინგისთვის

სეზონის ყველაზე დიდი შოპინგი - იწყება! წარმოიდგინეთ: მიდიხართ ერთ სივრცეში, სადაც დაგხვდებათ პრემიუმ ხარისხის სათამაშოები, ხარისხიანი საბავშვო ტანსაცმელი, საინტერესო წიგნები და საკანცელარიო ნივთები უპრეცედენტო ფასდაკლებით. ამას დამატებული ქეშბექი — დიახ, ზუსტად ასე შეძლებთ შეიძინოთ მრავალფეროვანი პროდუქცია 23-25 მაისს, „ჰუალინგ პლაზაში“, გრანდიოზულ აუთლეტ ბაზრობაზე.

აუთლეტ ბაზრობის ორგანიზატორი გახლავთ „ბიბლუსი ჯგუფი“. ადგილზე დაგხვდებათ თქვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდები: ბიბლუსი“, XS Toys, „პეპელადა Carter’s-ი, რომლებიც თავიანთ პროდუქციას 40%-დან 70%-მდე ფასდაკლებით წარმოადგენენ. ხოლო, თუ „საქართველოს ბანკის“ Mastercard ბარათით გადაიხდით, დამატებით 30%-იან ქეშბექსაც მიიღებთ (ლიმიტი 100 ლარამდე).

ეს არის უნიკალური შანსი, შეიძინოთ ყველაფერი ერთდროულად, საჭირო ნივთები და სასურველი საჩუქრები, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად.

დაათვალიერეთ კატალოგი, სადაც წარმოდგენილია ფასდაკლებული ასორტიმენტის ნაწილი: სათამაშოები, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ბავშვის ტანსაცმელი და უამრავი საჭირო ნივთი. გაითვალისწინეთ, კატალოგი არ მოიცავს სრულ ასორტიმენტს, აუთლეტ სივრცეში გაცილებით მეტი არჩევანი დაგხვდებათ!

ესტუმრეთ აუთლეტ ბაზრობას 23 24 და 25 მაისს, 11:00-დან 21:00 საათამდე და ისარგებ­ლეთ განსაკუთრებული ფასდაკლებითა და ქეშბექით.

როგორ მიხვიდეთ მარტივად Hualing Plaza-ში:

  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან – ავტობუსი #350
  • ვარკეთილის მეტროდან – ავტობუსი #377
  • ვარკეთილის მეტროდან – მიკროავტობუსი #493

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს