მოსამართლემ, ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. იქამდე ვიდრე, ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებდნენ, მათ მოსამართლეს სთხოვეს დარბაზის შეცვლა, თუმცა, მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად უთხრა, რომ დარბაზები ცარიელი არ არის, რის შემდეგაც ადვოკატებმა უკვე შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, სასამართლოს ეზოშიც კი ერთ-ერთ ადვოკატს, გოგიტა გაბაიძეს ორდერის წარმოდგენის მიუხედავად არ უშვებდნენ. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულიც კი დარბაზის სიმცირის გამო ისე ზის, მას მოსამართლე საერთოდ ვერ ხედავს. ჩომახაშვილის თქმითვე, სამი ადვოკატიდან ერთ-ერთი მაგიდასთანაც არ არის, რადგან არ არის მაგიდა.

„ამდენი პატივი მაინც გვეცით, რომ ადვოკატებს მაგიდა გვქონდეს“, - განაცხადა ჩომახაშვილმა. მან მოსამართლეს სთხოვა, შესვენება გამოაცხადოს, გაარკვიოს, რომელიმე დარბაზში ხომ არ დასრულდა პროცესი და ხომ არ გათავისუფლდა დარბაზი.

ადვოკატები განმარტავდნენ, რომ პროცესის საჯაროობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ამასთან, ნიკა გვარამიას განმარტებით, დარბაზი იმდენად პატარაა, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, დარბაზში მხოლოდ 5 ადამიანი იმყოფება. „ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არა ტრაგიკული“, - განაცხადა გვარამიამ.

კიდევ ერთი ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განცხადებით, ის სასამართლოსთან სამართალდამცავებმა „პირდაპირი მნიშვნელობით აბურთავეს“, მიუხედავად ორდერისა, არ უშვებდნენ სასამართლოში, ახლა კი ისე ზის, „მუხლებზე უდევს ლეპტოპი".

აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ეს საკითხი სასამართლოს გადასაწყვეტია, ამასთან, პროცესი ობიექტური დამკვირვებლების მიერ შუქდება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განაცხადა, რომ სხდომა საჯაროა და მას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს