რუსული მედია - „საქართველოს ბანკი“ თავისი ბარათებით რუსებს ძვირადღირებულ შესყიდვებს დაუბლოკავს

„საქართველოს ბანკმა“ (BOG) თავისი ბარათებით რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფუფუნების მაღაზიაში 300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება აუკრძალა. კლიენტებისადმი ბანკის წერილი რუსულმა RBC-ამ მოიპოვა.

მასში წერია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად წესდება, რომლებიც რუსეთში 300 ევროზე მეტი ოდენობის ფუფუნების საგნების მიწოდებას კრძალავს. ამასთან, ბანკი ითხოვს, მომხმარებელი დაუკავშირდეს, თუ რეზიდენტობას შეიცვლის.

300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვები გამყიდველის MCC-კოდის გამოყენებით დაიბლოკება. ეს იდენტიფიკატორი მთელ მსოფლიოში კომპანიებისთვის ერთნაირია.

„საქართველოს ბანკმა“ (BOG) თავისი ბარათებით რუს კლიენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ფუფუნების მაღაზიაში 300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვების განხორციელება აუკრძალა - კლიენტებისადმი ბანკის წერილი რუსულმა RBC-ამ მოიპოვა.

მასში წერია, რომ შეზღუდვები საერთაშორისო სანქციების შესაბამისად წესდება, რომლებიც რუსეთში 300 ევროზე მეტი ოდენობის ფუფუნების საგნების მიწოდებას კრძალავს. ამასთან, ბანკი ითხოვს, მომხმარებელი დაუკავშირდეს, თუ რეზიდენტობას შეიცვლის.

300 ევროზე მეტი ღირებულების შესყიდვები გამყიდველის MCC-კოდის გამოყენებით დაიბლოკება. ეს იდენტიფიკატორი მთელ მსოფლიოში კომპანიებისთვის ერთნაირია.

RBC-ის შეფასებით, ეს „დიდი პრეცედენტია,“ რადგან ფუფუნების საქონელზე სანქციებს ბანკი პირველად გააკონტროლებს.

„ადრე, მაგალითად, თავად Chanel და სხვა ბუტიკები ცდილობდნენ ამ სანქციის დაცვას, მაგრამ მათთვის მეტად რთული და შრომატევადი იყო სალაროში რუსების იდენტიფიცირება, საქართველოს ბანკის გადაწყვეტილება კი ამის ავტომატურად გაკეთების საშუალებას იძლევა,“ - ხაზგასმით შენიშნავს გამოცემა.

RBC-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის ტენდენციად იქცევა.

აღნიშნულ საკითხზე „ბიზნესპრესნიუსი“ „საქართველოს ბანკს“ დაუკავშირდა.

“საქართველოს ბანკი“ იცავდა და იცავს აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოთხოვნებს”, - განაცხადეს ბანკში.

ცნობისთვის: ევროკავშირმა რუსეთში 300 ევროზე მეტი ღირებულების ავტომობილებისა და ფუფუნების საგნების მიწოდებაზე აკრძალვა 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე შემოიღო. რუსეთში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ასეთი საქონლის გაყიდვა და ქვეყნის შიგნით გამოყენება აკრძალულია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს